საქართველოს ეროვნული ატლასი

გრანტის ნომერი: GNSF/ST06/5-073

სათაური: საქართველოს ეროვნული ატლასი

დამფინანსებელი: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები: 14.11.2006-11.11.2009

პროექტის ხელმძღვანელი: რამინ გობეჯიშვილი

ძირითადი პერსონალი: რამინ გობეჯიშვილი, ნანა ბოლაშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, გიორგი მელაძე, მიხეილ ხაბაზიშვილი, ლია მაჭავარიანი, დალი ნიკოლაიშვილი

ანოტაცია

სახელმწიფო ატრიბუტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს და ქვეყნის სავიზიტო ბარათს ნაციონალური ატლასი წარმოადგენს. საქართველოს პირველი ატლასის გამოცემიდან (1964 წ.) 40 წელზე მეტი გავიდა. შეიცვალა პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარება, დაიძაბა ეკოლოგიური სიტუაცია. აღნიშნული რეალიების გათვალისწინებით აუცილებელია ახალი ნაციონალური ატლასის მომზადება და გამოცემა.

წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ნაციონალური ატლასის ელექტრონული ვარიანტის გამოცემისთვის მომზადებას. მასში წარმოჩენილი იქნება ქვეყნის მდებარეობა, ბუნებრივი პირობები, რესურსები, კულტურული მემკვიდრეობა, მოსახლეობა, მეურნეობა, სოციალური სფერო და ეკოლოგიური მდგომარეობა. ატლასი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს. აქ განთავსებული ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება.

ატლასის მომზადების წამყვანი ორგანიზაციაა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, თანამონაწილე ორგანიზაცია – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;  სამუშაოს კომპლექსურობის გამო ნაციონალური ატლასის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სპეციალისტებმა.

ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ანალოგიური პროექტების შესრულების მდიდარი გამოცდილება არსებობს. მისი მოთავეობით მომზადდა და გამოიცა: საქართველოს პირველი ატლასი, ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს ატლასი, კურორტების ატლასი, სასკოლო ატლასი და მრავალი სხვა. ინსტიტუტის სამეცნიერო პოტენციალი და კვალიფიკაცია საქართველოს ნაციონალური ატლასის თანამედროვე მოთხოვნების დონეზე მომზადების მყარი გარანტიაა.

ნაციონალური ატლასი იქნება სამეცნიერო-საცნობარო ხასიათის კომპლექსური კარტოგრაფიული ნაწარმოები. მასში წარმოდგენილი  სხვადასხვა სფეროებში არსებული  თანამედროვე მეცნიერული მიღწევები ხელს შეუწყობს ქვეყნის რესურსული პოტენციალის შეფასებას და რაციონალურ გამოყენებას; სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების შექმნასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

ატლასის მოცულობა განისაზღვრება 180 გვერდით (50 გვერდი - ტექსტი, 130 რუკა, სამუშაო მასშტაბი: 1:1 000 000, 1:1 500 000, 1:2 000 000, 1:2 500 000, 1:3 000 000, 1:3 500 000). მისი გამოსაცემად მომზადებისთვის საჭიროა 3 წელი.

ნაციონალური ატლასი შეიქმნება გეოგრაფიული საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც თემატური რუკების შედგენისას მისი დიზაინის გადაწყვეტის  ზოგიერთი ტრადიციული მეთოდის ახლებური წარმოდგენის და მუდმივი განახლების საშუალებას იძლევა. იგი წარმატებით გამოყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.  მათი დახმარებით შეიქმნება სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზები და დაზუსტდება ქვეყნის პოტენციალი.     

შეიქმნა საავტორო ორიგინალების ელექტრონული ვერსიები; მომზადდა ტექსტები;

ჩატარდა რუკების კორექტურა, რედაქტირება-რეცენზირება; დასრულდა ატლასის რუკების საბოლოო დიზაინი, რუკები დაკაბადონდა; ატლასის რუკები დამტკიცდა რედკოლეგიის მიერ.

ატლასის შედგენაში გამოყენებულია ახალი კვლევის მასალები, საქართველოს სსრ ატლასის (1964 წ.), გარემოს ეროვნული სააგენტოს და სტატისტიკის დეპარტამენტის (2006-2008 წ.წ.) მასალები. ატლასის რუკები შედგენილია 1:1 000 000; 1:1 500 000; 1:2 000 000; 1:2 500 000 მასშტაბში.

რუკები შედგენილია და დამუშავებულია გეოსაინფორ¬მაციო პროგრამებში (MapInfo, ArcGIS), დასაბეჭდად მომზადებულია Adobe Illustrator-ში."      2012 წელს სს კარტოგრაფიულ ფაბრიკაში დაიბეჭდა საქართველოს ეროვნული ატლასი, 164 გვ."